|
2025-12-15 20:12:24, 372 ნახვა
ეკონომიკა
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ტემპერატურის კლება, მოყინული ან თოვლიანი სავალი ნაწილი და გართულებული ხილვადობა უსაფრთხოების რისკებს ზრდის, ამიტომ მნიშვნელოვანია, ცივ ამინდებს შესაბამისად მომზადებულები შეხვდეთ. თუ ჯერ კიდევ არ შეგიმოწმებიათ საბურავების, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობა, ახლა სწორედ ის დროა, როცა ავტომობილს ყველა საჭირო სერვისი უნდა ჩაუტაროთ, საჭიროების შემთხვევაში კი დეტალები სეზონურით ჩაანაცვლოთ და ზამთარი უსაფრთხოდ „გადააგოროთ“. მომხმარებელს რომ ავტომობილის მომზადება გაუმარტივოს, „თეგეტა მოტორსი“ ზამთრის საბურავების, აკუმულატორებისა და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს. ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში“ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება, ჩვენი და გარშემომყოფთა უსაფრთხოება რომ დაცული იყოს. სწორედ ამიტომ გამუდმებით ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენს ფილიალებში ავტომობილის მფლობელები შეძლებენ, შეამოწმონ საბურავის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში არსებული დეტალები სეზონურით ჩაანაცვლონ. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ავტომობილის ის ნაწილები, რომლებიც ზამთრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფასდაკლებით შეიძინონ. როგორც იცით, „თეგეტა მოტორსი“ 300-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია და მომხმარებელს სთავაზობს მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებას. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს ავტომობილის შესაბამისად მომზადებაში, რათა ზამთარი უსაფრთხოდ „გადააგორონ“.
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის ზამთრის საბურავები საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის. 1-ელი დეკემბრიდან ძალაშია კანონი, რომელიც სეზონის შესაბამისი საბურავის გარეშე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილებას კრძალავს. ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, აპლიკაციასა და Tegeta Shop-ზე მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა შეეძლებათ ზამთრის საბურავების სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის არის BRIDGESTONE, MICHELIN, PIRELLI, CONTINENTAL; YOKOHAMA, RIKEN, PETLAS, WESTLAKE; HIFLY.
აკუმულატორის შემოწმება ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადა 3-7 წელია, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, აკუმულატორი 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს „თეგეტა მოტორსში“.
ანტიფრიზის შემოწმება ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება. ტექნიკური სერვისები ზამთრისთვის ავტომობილის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური სერვისები მძღოლებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი რომ გახდეს, „თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის განმავლობაში სპეციალური შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმებას. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
უმეროვი: უკრაინა შეერთებულ შტატებთან პოზიციების სრულად კოორდინირებას ელის, რაც „მშვიდობასთან დაგვაახლოებს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდში მდებარე თბოელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)