|
2025-12-17 16:35:07, 5112 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Epica Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. Epica Awards-ის მიერ მინიჭებული მედლები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა:
“Epica Awards-ის საერთაშორისო ჟიურის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები 60 ქვეყნის 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა შეაფასა და სამ კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად. ეს აღიარება ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ძალისხმევისა და მისწრაფების - მუდმივად შევქმნათ ახალი სტანდარტი ბრენდის კომუნიკაციაში და მივცეთ ადამიანებს მოტივაცია, არ გაჩერდნენ. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო კამპანიების იდეების შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური კრეატიული კამპანიების განხორციელებას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. Epica Awards საერთაშორისო კრეატიული ჯილდოა, რომლის გამარჯვებულებსაც ჟურნალისტები ავლენენ - 200-ზე მეტი რედაქტორი და უფროსი ჟურნალისტი, 60 ქვეყნიდან. ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით კი ვლინდებიან გამორჩეული კრეატიული იდეების ავტორები. Epica Awards 2025-ის ფარგლებში გამარჯვებულებად დასახელდნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა (იტალია), IKEA, Deutsche Telekom, Amazon Prime Video, McDonalds (იაპონია), Lufthansa, The Guardian და სხვა.
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)