23:35 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 19:50:01, 1600 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა

17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ქართულმა ოცნებამ "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის, სათანადო პირობების შექმნისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონრებირვი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ" კანონები ძალა დაკარგულად გამოაცხადა.

მესამე მომსენით, 83 მხარდამჭერი - 0 წინააღმდეგი, რეჟიმმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა.

ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადება ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გააკეთა. პაპუაშვილმა მაშინ თქვა, რომ მისი შექმნა "გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი" იყო. 

"დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს "შესაწირი პაიკის" როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა.

ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ "სამხრეთ ოსეთის" ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი "სამხრეთ ოსეთი" ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.

შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის" გაუქმების შესახებ". - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც "კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს".

პაპუაშვილი ამბობს, რომ "ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალები გაამხილა
Bloomberg: ერდოღანმა პუტინს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად S-400 რაკეტების უკან წაღება სთხოვა
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენა ე.წ შეწყალება გაუქდება
ო’ფლაერტი: იანვრის ვიზიტისას შსს-ს მოადგილემ მითხრა, რომ წყლის ჭავლში არაფერი გაურევიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი