01:11 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 16:06:52, 4824 ნახვა

პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო ინსტანციას "კამიტზე" გამოძიების დასაწყებად მიმართავს

კოალიციამ ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციას მიმართა, საქართველოში აქციებს დროს სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენეებისა და სისტემური წამების ფაქტების გამოძიების შესახებ. 

კოალიციის განცხადებით, საერთაშორისო ინსტანციებიდან 5 გაეროს სპეციალური მომხსენებელია. 

  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ;
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ;
  • გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ;
  •  გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს გარეშე თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ;
  • გაეროს სამუშაო ჯგუფი უკანონო დაკავებების შესახებ.

კოალიციამ ცვლილებისთვის ასევე მიმართვაა გააგზავნა შემდეგ ინსტანციებში:

  • ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენელი;
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი;
  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს შესახებ;
  • ეუთო-ს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი.

"კოალიციამ ცვლილსებისთვის მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას, რათა საქართველოში ადამიანების სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყნის შინგით გამოძიება არ არსებობს, სუს-მა თქვა, რომ 4 დღეში დაასრულა გამოძიება, დედამიწაზე არ არსებობს ყველაზე ძლიერი საგამოძიებო სისტემაც კი, რომელიც 4 დღეში გამოიძიებდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება. კოალიცია ცვლილებისთვის მოამზადა". - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციის მიერ მოძიებული ინფორმაციები სტრუქტურებში უკვე გადაიგზავნა. 

"უკანასკნელი კვირების განმავლობაში კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გადაიგზავნოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია, რომ შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი. ამ წუთისთვის, ასეთი ჩვენს მიერ მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა, დოკუმენტაცია ელექტრონული სახით უკვე გადაგზავნილია ამ სტრუქტურებში და ფიზიკური სახითაც გაიგზავნება დღეს და ხვალ". - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ყველა პარტოიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინაციაში არიან. დღეს, 22 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ  გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დირექტორს მიმართეს.

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ დანიასა და გრენლანდიას სოლიდარობა გამოუცხადეს
ნატო მიიჩნევს, რომ რუსეთი Starlink-ის წინააღმდეგ იარაღს ავითარებს
კობახიძე კვლავ ესხმის ევროკავშირს და შიდა საქმეებში ჩარევაში დებს ბრალს
კობახიძე - რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი