|
2025-12-19 23:47:23, 10560 ნახვა
ეკონომიკა
გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - ევრობარომეტრი
ევრობარომეტრის კვლევის კითხვაზე - როგორ შეაფასებდით ეროვნული ეკონომიკის მდგომარეობას - გამოკითხულთა 60% "ცუდ მდგომარეობას" აფიქსირებს. 38%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია. ამასთან, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაუმჯობესდება, 18%-ის აზრით კი - გაუარესდება. უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად ფასების ზრდა და ინფლაცია რჩება, თუმცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ქართველი რესპონდენტებისათვის გაცილებით უფრო აქტუალურია უმუშევრობისა და განათლების საკითხები. კითხვაზე, თუ რომელია ქვეყნის წინაშე მდგარი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, საქართველოს მოქალაქეების 37% პირველ ადგილზე ფასების ზრდას, ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას აყენებს (ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 31%-ია). განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვაობა უმუშევრობის კუთხით: საქართველოში მას ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად გამოკითხულთა 24% მიიჩნევს, მაშინ როდესაც ევროკავშირში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია. ანალოგიური ვითარებაა განათლების სისტემასთან დაკავშირებით – საქართველოში მას პრიორიტეტულ პრობლემად რესპონდენტთა 20% ასახელებს, ევროკავშირში კი – მხოლოდ 7%. პირადი გამოწვევები: რა აწუხებთ მოქალაქეებს ინდივიდუალურ დონეზე? პირად დონეზე არსებული პრობლემების ჩამონათვალშიც ფასების ზრდა ლიდერობს. თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირის მოქალაქეების 48% ამას საკუთარ უმთავრეს პირად პრობლემად მიიჩნევს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 39%-ია. პირად გამოწვევებს შორის საქართველოში შემდეგ ადგილებზეა:
ევროკომისიის დაკვეთით, საქართველოში "ევრობარომეტრის" საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოდან პირისპირ ინტერვიუს ფორმით 1002 ადამიანი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)