|
2025-12-19 11:22:13, 10028 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის სამიტმა უკრაინისთვის დახმარების გაწევასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაამტკიცა, უნგრეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთი გამოკლებით
უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება სამი ევროპული ქვეყნისთვის არანაირ ფინანსურ ვალდებულებას არ გამოიწვევს. ეს ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში. როგორც ცნობილია, ევროპული საბჭო დათანხმდა უკრაინისთვის 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას, რომელიც დაფუძნებული იქნება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის სესხებზე და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვებით. დასკვნებში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 212-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ინსტრუმენტის ფარგლებში გაძლიერებული თანამშრომლობის წყალობით, „ამ სესხის გარანტიის სახით კავშირის ბიუჯეტის რესურსების ნებისმიერი მობილიზება გავლენას არ მოახდენს ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის და სლოვაკეთის ფინანსურ ვალდებულებებზე“. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპროცენტო საფუძველზე გაცემული ეს სესხი არ დააწვება უკრაინის ბიუჯეტს და ქვეყანას მისი დაფარვა მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ მოეთხოვება. აღსანიშნავია, რომ 17 დეკემბერს ჩეხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, მოუწოდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახსრების მოძიებისკენ გაყინული რუსული აქტივების გარდა სხვა საშუალებებით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)