|
2025-12-24 21:43:49, 1120 ნახვა
ეკონომიკა
„ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის“ პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორი კომპანია „ჰილს კონსტრაქშენი“ ვაშლიჯვარში სამშენებლო პროექტს „კომფორტ ჰილსს“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 38 მლნ. დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. დოლარს შეადგენს. აღნიშნული სამშენებლო პროექტი, 16,500 კვ.მ ფართობ ტერიტორიაზე ხორციელდება და ის სამ ფაზად მიმდინარეობს. მის ფარგლებში, A ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ის 14 სართულზე, 171 ბინას აერთიანებს. ამ ეტაპზე, B და C ბლოკის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ჯამში 336 ბინას, სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს გააერთიანებს. მეორე ფაზა 2026 წლის აგვისტოში, ხოლო პროექტი სრულად 2027 წლის ბოლოს დასრულდება. „კომფორტ ჰილსი“ ჩვენი ახალი პროექტია რომელიც, ვაშლიჯვარში ხორციელდება. ის გამორჩეული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სრულად მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, რაც საცხოვრებელ გარემოს მათთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. საქართველოს ბანკი 2012 წლიდან ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია და დღემდე წარმატებული და გამორჩეული ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. სამომავლოდ, ახალი საცხოვრებელი სახლის და საოფისე პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, რომლებიც ქალაქის ურბანული გარემოს განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ჰილს კონსტრაქშენის დირექტორმა, გიორგი ფანცხავამ.
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)