|
2025-12-13 11:50:08, 27762 ნახვა
Lifestyle
ბრიტანეთის მეფე აცხადებს, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა შეწყდეს
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ განაცხადა, რომ მისი კიბოს მკურნალობა შესაძლოა მომავალ წელს შემცირდეს. როიტერის ცნობით, მან ეს განცხადება დაავადებასთან ცხოვრების გამოცდილების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ცნობილია, 77 წლის მეფეს გასული წლის თებერვალში კიბოს ერთ-ერთი ფორმა დაუდგინდა. „შემიძლია გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი, რომ ადრეული გამოვლენის, ეფექტური ჩარევისა და ექიმების რეკომენდაციების დაცვის წყალობით, ჩემი კიბოს მკურნალობის გრაფიკი შესაძლოა ახალ წელს შემცირდეს“, - თქვა მან. მონარქმა საჯარო აქტივობები აპრილში განაახლა. 2025 წლის მარტში, წინა კიბოს მკურნალობის გვერდითი მოვლენების გამო, ის დროებით საავადმყოფოში დაბრუნდა. ნოემბრის ბოლოს, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მას პროსტატის კიბო მკურნალობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)