02:31 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 20:57:54, 432 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა

„გამოძიება იყო გამჭირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს,  თქვენი უფლებაა  ეს საკითხი სხდომაზე დააყენოთ, კენჭისყრა ჩატარდება  და პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს", -  მიმართა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ფრაქცია „საქართველოსთვის" მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტი „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ".

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს მოუწოდა, ფრაქციის სახელით ილაპარაკონ და საზოგადოებას არ ამოეფარონ.
„საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, ისაუბრეთ თქვენი სახელით. საზოგადოებას ნუ ეფარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში თქვენმა პარტიამ  160 000 ხმა მიიღო, ანუ 7,5 პროცენტი. წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, 50 000 ხმა მიიღეთ - მესამედი იმ ხმებისა, რაც მანამდე გქონდათ მიღებული.  ასე რომ, საზოგადოების სახელით საუბარი არ არის საჭირო. თქვენ ხართ ფრაქცია, ხართ სუბიექტი, ვისაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია.
რაც შეეხება ნდობა-არნდობის საკითხს, გამოძიება ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ბევრი ადამიანი გამოიკითხა და ეს შედეგები დაიდო. უკვე  აღარავის ეპარება ეჭვი „ბიბისის" მთავარ ცილისმწამებლური სიუჟეტის თაობაზე. მთავარი იყო გამოეტანათ ჰედლაინი, შინაარსში კი არავინ შესულა. ვითომ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თითქოს საქართველო ყოფილიყო ან პირველი მსოფლიო ომის წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან თითქოს პირველი ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყო და ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში და არა იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთი წარმოადგენს.  ეს ცილისწამება მხილებულია, ვინაიდან არავის, მათ შორის მათაც, ვინც ეს ეჭვები გამოხატა, არ აქვთ მტკიცებულება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს კითხვები თუ ექნებათ, ხელისუფლება მზად არის, რომ  ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი „ვარშავიანკა“ ააფეთქეს
თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან „უპილოტო“ დრონი ჩამოაგდეს
დოროთე ყურაშვილი მღვდელთმოქმედების შეჩერებაზე: მე ეს უფრო მაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა უფრო ძლიერი იქნება
ხოშტარია - არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი