|
2025-12-24 12:18:02, 12032 ნახვა
ეკონომიკა
რომან გოცირიძის შეფასებით ოცნების მთავრობა სავაჭრო ქსელების წინააღმდეგ რეპრესიებს იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მთავრობის განცხადებებს სასურსათო ფასების ზრდასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაღალი ფასების მოტივით სავაჭრო ქსელების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას გეგმავს. გოცირიძის შეფასებით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ხელისუფლების მიერ გატარებული არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკაა, რომლის შედეგებსაც ახლა კერძო სექტორს აბრალებენ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები განაპირობებს. მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო უწყებების ჩართვა და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)