09:33 - 24 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-11 13:45:50, 12415 ნახვა

სამართალი
შუახევის პოლიციის უფროსი გამორჩენის მიზნით, მოქალაქეებს აშანტაჟებდა და სარგებელს იღებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე  2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან, დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი, თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით, ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა.

დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ვენესუელას მახლობლად ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმები და თვითმფრინავები განალაგა - WSJ
ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობით დატვირთულ 20 ტანკერს პორტებში შესვლა აუკრძალეს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ტრამპის კერძო თვითმფრინავით პედოფილ ეპშტეინთან და ქალებთან ერთად ფრენების შესახებ
1 იანვრიდან საზმაუს დირექტორის ხელფასი (ხელზე ასაღები) 15 000 ლარი იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი