|
2025-12-05 12:26:52, 4772 ნახვა
ეკონომიკა
„ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს, რომ საქმიანობას აგრძელებს
გუშინ, 5 დეკემბერს, „ბათუმის ნავთობტერმინალში“ 3 ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს ტერმინალის რეზერვუარებში არსებული – 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება. „შპს ბათუმის ნავთობტერმინალი გაცნობებთ, რომ ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალისა და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები სრულიად დაცულია. გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით, კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი”თავს იკავებს დამატებითი კომენტარებისგან,“ – აღნიშნულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ დღეს, 5 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)