|
2025-12-19 13:04:05, 14949 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებზე დადგენილება მიიღო
18 დეკემბრის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილებაში. შედეგად, დადგენილებაში გაჩნდა შემდეგი შინაარსის ახალი მუხლი: შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლების მქონე არქიტექტურული პროექტის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო: 1. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტი საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მშენებლობის შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებულ არქიტექტურულ ესკიზზე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.“ ამასთან, არქიტექტურული ესკიზის (მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის) შემუშავებისას დაცული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლები, საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“ 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესითა და პირობებით დადგენილი მოთხოვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამის შემდეგ კი სავალდებულო გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)