|
2025-12-27 00:21:16, 1260 ნახვა
ეკონომიკა
"სახლი 71" ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, ისანში, ქეთევან დედოფლის #71-ში, დეველოპერული კომპანია "სახლი 71“ თანამედროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 11.5 მლნ. დოლარს შეადგენს. პროექტი 10,000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ის ერთ 16-სართულიან და ორ 23-სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 600 ბინას, საოფისე და კომერციული ფართებს, რეკრეაციული ზონებს, საბავშვო სათამაშო მოედანს, სკეიტ პარკს, ფიტნეს დარბაზსა და ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს გააერთიანებს. მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2027 წლის ივლისში დასრულდება. "სახლი 71“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ქალაქში თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა და მოქნილი გადახდის პირობების შეთავაზება, რათა ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ორიენტირებულია როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე მომხმარებლებისთვის დაფინანსების პროცესის გამარტივებაზე. სამომავლოდ, თბილისის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტების განხორციელებას, შემდგომ ეტაპზე კი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა "სახლი 71“-ის მმართველმა პარტნიორმა, ბექა ჩიქობავამ.
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)