|
2025-12-10 19:41:13, 17997 ნახვა
სხვადასხვა
ოცნების მოკავშირე უნგრეთის მთავრობა, არასრულწლოვნებზე ძალადობის გამო, დიდი სკანდალის ზღვარზეა
უნგრეთის მთავრობამ სახელმწიფო არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრები პოლიციის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია, რათა თავიდან აიცილოს ძალადობის სკანდალის პოლიტიკური შედეგები. როიტერის ციტირებით, ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიასმა განაცხადა. ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მადიარმა ორბანს გადადგომისკენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის აქტივისტმა და ყოფილმა პარლამენტის წევრმა ბუდაპეშტში არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. „მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში (ამ დაწესებულებების) ამჟამინდელი მენეჯმენტი არასაკმარისია, რადგან მან ვერ შეძლო ამ დანაშაულების პრევენცია“, - განაცხადა გულიასმა ბრიფინგზე. „ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს ხუთი არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრი... პოლიციის პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა“, - დასძინა მან. გულიასის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას აცნობა, რომ პროკურატურა საქმეს იძიებს. სამშაბათს საღამოს, გვიან გავრცელებულ ცალკე განცხადებაში, პროკურატურამ განაცხადა, რომ ბუდაპეშტში, სახელმწიფო არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში სამი პირი დააკავეს და დამატებითი ინფორმაციის ოთხშაბათს გამოქვეყნებას დაჰპირდა. პარლამენტის ყოფილი წევრის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ცენტრის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის გადადგომა გამოიწვია. პროკურორები ბუდაპეშტში იმავე ცენტრის ყოფილ დირექტორს რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდნენ პროსტიტუციის ქსელის ხელმძღვანელობაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილად. ოპოზიციის ლიდერმა მადიარმა ოთხშაბათს ორბანის ოფისში დემონსტრაციისა და მსვლელობისკენ მოუწოდა შაბათს პროტესტის ნიშნად. მადიარმა თავისი პარტია „ტიზა“ გასულ წელს დააარსა სკანდალის შემდეგ, რამაც ვიქტორ ორბანის მოკავშირის, პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის გადადგომა გამოიწვია, როდესაც გაირკვა, რომ მან ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმეში შეწყალება გამოაცხადა. ეს ეპიზოდი იშვიათი და სერიოზული პოლიტიკური დარტყმა იყო ორბანისთვის, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წლიდან არის.
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)