|
2025-12-17 16:31:46, 6325 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ ო’ფლაერტი: ქიმიური ნივთიერების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება კითხვებს აჩენს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართ იმის გამო, რომ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებზე ძალის შესაძლო არაპროპორციული გამოყენების საქმეებზე გამოძიებებში ხელშესახები პროგრესი არ შეინიშნება. კომისარი ყურადღებას ამახვილებს და შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობაზე. მაიკლ ო'ფლაერტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და გამამტყუნებელი განაჩენები გამოცხადდა, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია. კომისარი წერილში ეყრდნობა სახალხო დამცველის დასკვნებს, სადაც აღწერილია მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალი ბრალდება, მათ შორის წამების შემთხვევები და ქალ მომიტინგეებზე სექსუალური ძალადობის მუქარის სავარაუდო ფაქტები. წერილში ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს ძალის გამოყენების კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს ოფიციალური აღიარება, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებული პრაქტიკის გახსენებით, კომისარი მოუწოდებს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, ასევე, ითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ ნებისმიერ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე და მოითხოვს განახლებულ ინფორმაციას გატარებული ზომების შესახებ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის ხმაურიანი საქმიდან ათასობით გვერდი გამოაქვეყნა
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
გერმანიის საგარეო მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებებში ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)