18:03 - 18 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 14:28:12, 938 ნახვა

საზოგადოება
მთის კურორტებზე საბაგიროების გახსნის თარიღები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 20 დეკემბერს, ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს ხსნის. საბაგირო და ტრასა - კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.

27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები - პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები  თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.

ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო ,,ზანკა“.

ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App). დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ.

2025–2026 წლის ზამთრის სეზონი „მთის ტრასების სააგენტოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება მოიპოვა.

ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისო ცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი - გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ, ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის დაზვერვა ბელგიისა და ევროკლირის ლიდერებს დაემუქრა, რომ გაყინული რეზერვების უკრაინაში გადატანას ხელს შეუშლიდნენ
ზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსნეფტს, რომელსაც საქართველოში ნავთობი შემოაქვს
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი