|
2025-12-25 18:27:47, 2024 ნახვა
ეკონომიკა
შენ ამას შეძლებ - როგორია საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო
ყოველი წლის მიწურულს, საქართველოს ბანკი ახალი წლის ვიდეო რგოლს გვთავაზობს, რომელიც შთაგვაგონებს, გვამოტივირებს, ემოციებით გვავსებს და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენის გზაზე არ გაჩერებისკენ გვიბიძგებს. საქართველოს ბანკმა ეს ტრადიცია არც წელს დაარღვია და საახალწლო ვიდეო რგოლი შემოგვთავაზა - რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ამბავი ადამიანის შესახებ, რომელმაც ახალი წელი გააფერადა. ქართველი მეწარმე ჯორჯ კობი ინსპირაციაა, ინოვატორობის, გამბედაობისა და გაუჩერებელი წინსვლის სიმბოლო. მისი ისტორია კი დასტური, რომ დასახული მიზნების მიღწევა მხოლოდ არ გაჩერებით არის შესაძლებელი. სწორედ მისი ინსპირაციით, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულ მიზანს, მაშინ “შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა”. “ჯორჯ კობიმ, იგივე გიგო კობახიძემ, წარმოუდგენლად საინტერესო გზა გაიარა, გახდა თავის საქმეში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი კვალიც დატოვა. ეს ვიდეო მას ეძღვნება. ვიდეო შავ-თეთრ ქალაქში ფერადის გაჩენის ამბავს ჰყვება, რაც ვიზუალურ გადაწყვეტაშიც გამოიხატება. ამბავი ალეგორიულია თუმცა კობის რეალური ამბებით შთაგონებული. თავად კამპანიის დროს წესით აუცილებლად გაიგებთ მასზე მეტს. ჯორჯ კობიმ იმაზე მეტი რამე შეძლო ვიდრე ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში უნდა ეტეოდეს და მაინც მასზე ბევრმა საერთოდ არ ვიცით. წელს გვინდა ეს შეიცვალოს. კობის შესახებ ცოტა მეტის გაგების შემდეგ მოგვინდა გვეთქვა რამხელა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ერთ ადამიანს თავისი იდეებით, ხასიათით, ცხოვრებით, და კი, ნამდვილად ღირს შეეჭიდო ყველაზე საინტერესო ამბებს და დაუმიზნო ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზნებს. ჩვენი წლევანდელი მესიჯია - შენ ამას შეძლებ. ტრადიციულად, საქართველოს ბანკის საახალწლო სლოგანი ადგილზეა - შესაძლებლობები უსაზღვროა”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, სარეკლამო სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი. “ახალი წლის კამპანიები საქართველოს ბანკში განსაკუთრებით გვიყვარს და მათ, მომხმარებლებთან ერთად, ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით. ეს არის შესაძლებლობა, დავიწყოთ მზადება ახალი წლისთვის - ახალი ენერგიით, ახალი შემართებით და არ გაჩერების იდეით. წელსაც, ჩვენი საახალწლო რგოლის მთავარ სათქმელამდე ბრენდის ღირებულებებით მივედით - გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი ვფიქრობთ, ხანდახან მათ თავდაჯერება სჭირდებათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, წლევანდელი მოწოდება იყოს შეხსენება, რომ “შენ ამას შეძლებ”. ასე მივედით ქართველი მეწარმის - ჯორჯ კობის ისტორიამდე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა და ყველასთვის საყვარელი ტრადიციის ნაწილად იქცა. მისი ამბავი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ არ ჩერდები, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ კამპანიის შექმნასა და განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრებს, სააგენტო Supermarket-ს და მომხმარებელს, რომელიც ამ რგოლს ნახავს და ისეთივე ემოციით აივსება, როგორითაც ვიყავით ჩვენ, ამ რგოლის შექმნის პროცესში”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. https://www.facebook.com/share/v/181NJFjiPj/?mibextid=wwXIfr კრედიტები: სააგენტო: SUPERMARKET კრეატიული დირექტორი: ეკა ყიფიანი არტ დირექტორი: ანი როსტომაშვილი დიზაინერები: ლუკა მოსიაშვილი, ვანო საგინაშვილი ექაუნთ მენეჯერი: გიორგი ტაბატაძე
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე დამდგმელი ოპერატორი: რატი გოგატიშვილი დამდგმელი მხატვარი: დავით ჭყოიძე
გადამღები კომპანია: INDUSTRIA წარმოების ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია პროდიუსერი: ქეთი კა 1AD: მარიამ გუგუშვილი 2AD: ნინი იაშვილი ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია ფროდაქშენ კოორდინატორი: მარიამ რომელაშვილი კოსტიუმების მხატვარი: თიკა შენგელია კოსტიუმის ასისტენტები: ელენე კეკელიძე, ნანა არჩილია, მარიამ ხეცურაული სეტ დრესერი: ნათია გურაბანიძე რეკვიზიტორი: ნიკუშა ლომიძე, ელენე რუხაძე მხატვრის ასისტენტი: დავით წაქაძე მხატვრის ჰელფერები: ლუკა კუპრაძე, ირაკლი ცქიფურიშვლი, ლუკა ბარბაქაძე, თენგო ლომიძე, ნიკუშა ბურდული დეკორატორები: კომპანია “კინოფაქტორი”, ხელმძღვანელი ჯიმშერ ბერძენიშვილი ლოკაციის მენეჯერები: ნათია ჩომახიძე, ნიკუშა ლომიძე, ზაზა ჭიღლაძე ქასთინგ მენეჯერი: ელო ჩხეიძე ქასთინგის ასისტენტი: თათული ქარდავა PA: ანეტა გვასალია, ნანო წიკლაური ტრანსპორტ მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე სეტ მენეჯერი: ნიკო ჩხაიძე ჰელფერები: გიორგი ციხიშვილი, გიორგი ბასილაძე, გიორგი მაღრაძე, გიორგი ზარიევი გრიმი: სალომე ზაქარაია გრიმის ასისტენტები: ტაისია ერაძე, ირმა დათუაშვილი სთორიბორდ არტისტი: ანა ტყებუჩავა ფინანსური დირექტორი: მაკა ლაბაძე ფინანსური კოორდინატორი: თეკო გურაბანიძე ნაძვი "კოლხური ეზოსგან"
გაფერი: გიორგი მარსაგიშვილი განათება: მიხეილ გვალია, ტიგრან ტუმასიანი, კრარენ ტუმასიანი, ვახტანგ ზივზივაძე, დავით ერემაძე, გია გულუაშვილი, შალვა ლელუაშვილი, ბაჩო გაბუნია ფოკუსი: საბა თეთრაძე კამერა: ხატია ხალვაში, ნინია ცაბაძე, გიორგი ტაბიძე დოლი: დიმიტრი ზაქაიძე, კონსტანტინე ზაქაიძე DIT: გოშა ტაბიძე ფოტოგრაფი: გიორგი ტორონჯაძე Making of: ანანო ბერიაშვილი, მაიკო ხაჩიძე SFX: სოსო გვასალია, დავით გვასალია
მუსიკა: Robbie Williams - Feel პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი: ბურო მუსიკის მონტაჟი და საუნდ დიზაინი: POSTRED მუსიკის უფლებები: ©️ ℗ GMI Rights Management, Universal Music-ის სახელით ფერი: მინდია ინასარიძე VFX: დავით არეშიძე ილუსტრაციები: ნინუკა ცინცაძე Motion Graphics: ირაკლი ზურაბიშვილი, ანზორ ახობაძე
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)