2025-12-22 11:07:06, 1283 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მშენებლობას 25 წლის კაცი ემსხვერპლა
თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
კაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,