03:27 - 17 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 14:46:11, 865 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

თიბისი ლიზინგმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი დოლარის მოცულობის 3-წლიანი, ფიქსირებულგანაკვეთიანი ობლიგაციები გამოუშვა. ტრანზაქციის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის განაკვეთის დიაპაზონი 7.0%-7.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი 7.25%-ით განისაზღვრა. ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გაიზარდა განთავსების მოცულობაც და თავდაპირველად განსაზღვრული 30 მილიონი დოლარის ნაცვლად 45 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფასიანი ქაღალდების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. მოზიდულ თანხებს კომპანია სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად გამოიყენებს.  

“ვულოცავ თიბისი ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას - ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციების ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაც კომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს - ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თიბისი კაპიტალის ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონი დოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელს უწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”,- მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი.

“მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგი, როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილ ბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებით მოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართული იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედ მკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიის მიმართ ძალიან მაღალია”,- გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

„თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიის ლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“  ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარს შეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელს საქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისი ბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან - ‘BB’ სტაბილური პერსპექტივით.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაბიზაცია არის ტყუილი
კობახიძე - ჩვენი სურვილია, რომ სუფთა ფურცლიდან აღდგეს პარტნიორობა აშშ-სთან
კობახიძის მტკიცებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტუალური აღარაა
აშშ-მ დიდ ბრიტანეთთან 41.6 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური შეთანხმება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი