09:47 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 11:47:26, 31682 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი - ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს

ზოგიერთი პარტია ზედმეტად ემოციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ 31 ოქტომბერს გამოიჩინეს და დღესაც, როდესაც კოვიდი ბობოქრობს, მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია, ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღეთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის მონაწილეობით გაუპატიურების ბრალდებები პედოფილ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში აღმოჩნდა
Bloomberg: რუსეთი მოითხოვს ცვლილებებს უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებულ „სამშვიდობო გეგმაში“.
ამ კვირაში დრონებმა კრასნოდარის მხარეში მეორე საზღვაო პორტს შეუტიეს
სიტუაცია კრიტიკულზე უარესია -რუსი სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის განდევნეს რუსული არმია კუპიანსკიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი