|
2025-12-18 17:21:44, 1174 ნახვა
პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსნეფტს, რომელსაც საქართველოში ნავთობი შემოაქვს
18 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის რუსნეფტსა და ტატნეფტს სანქციები დაუწესა - სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ოქტომბერში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერმა 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი კაისერი ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას რუსული კომპანიისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს. ამის შემდეგ, გამოცემა პროექტმა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინა, რომ საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის და მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნესპარტნიორია. მან გამოავლინა, რომ მაკა ასათიანის შვილი და ვლადიმერ ალექსეევის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის შვილი - ერთობლივ ბიზნესს მართავენ.
სომხეთ-აზერბაიჯანმა შესაძლოა ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივა იპოვონ
რობერტ ფიცოს თვითმფრინავს ბრიუსელის აეროპორტში ავტომობილი შეეჯახა
აიხდინე საახალწლო სურვილები - მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში
ზელენსკი: თუ რუსეთი კვლავ მოვა აგრესიით, როგორ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიები? ამაზე პასუხი გვჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
ომი უკრაინაში
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ჯარების განლაგების გეგმა მოამზადეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)