|
2025-12-07 11:11:29, 16926 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილი - მე რემატჩი მინდა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქი წონის ტიტული რუს პეტრ იანთან წააგო. მერაბ დვალიშვილმა UFC 323-ის შემდეგ, პირველი კომენტარიც გააკეთა. "მე ვეცადე ყველაფერი გამეკეთებინა. ვეცადე შოუ შემექმნა, თუმცა ბრძოლა წავაგე. ის დღეს უკეთესი იყო. ვულოცავ გამარჯვებას, მაგრამ მე რემატჩი მინდა. მე ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ბევრ რამეს ვსწავლობ... მე თავის გამართლებას არ ვაპირებ - ვეცადე მასთან მეჩხუბა ისე, რომ ყველას მოსწონებოდა - ყველა ბედნიერია და ეს არის მნიშვნელოვანი. მე არ მინდოდა ჭიდაობა და მოსაწყენი ბრძოლა. მე ფეხზე დგომა და მასთან დარტყმების გაცვლა ვამჯობინე - დღეს ის უკეთეს იყო" - თქვა დვალიშვილმა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მსუბუქ წონაში ტიტული რუს პეტრ იანთან დაკარგა. ლას-ვეგასში, აშშ-ში გამართული ბრძოლა ხუთივე რაუნდს გაგრძელდა და იანის გამარჯვებით დასრულდა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 48-47). რუსმა მებრძოლმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა. ორი მეტოქე ადრე 2023 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ქართველი მებრძოლი გამარჯვებული გახდა. „მინდა მივესალმო ჩემს ქვეყანას, რუსეთს, მსოფლიოს ყველა გულშემატკივარს და ჩემს ოჯახს. მადლობა ყველა იმ ბიჭს, ვინც დამეხმარა; ისინი ჩემს გვერდით იყვნენ ყველა სირთულეში. UFC-მ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მადლობა!“ - თქვა იანმა ბრძოლის შემდეგ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის ხმაურიანი საქმიდან ათასობით გვერდი გამოაქვეყნა
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
გერმანიის საგარეო მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებებში ევროპის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
უკრინამ კასპიის ზღვაში სამხედრო საპატრულო გემი დააზიანეს
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში პირველად დაარტყა რუსულ ტანკერს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)