21:56 - 16 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 13:19:16, 771 ნახვა

საზოგადოება
ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 000-ზე მეტ პირს დაუბრუნდება

ქართული ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც მართვის მოწმობა მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ქულების ამოწურვისთვის ან წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი 16 და 17 დეკემბერს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ქულების ამოწურვის გამო ჩამოერთვათ, მოწმობა და 100 ქულა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგებათ. 1-ელი თებერვლიდან კი მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ისინი მანქანის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვისა და ასევე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის ჩამოართვეს.

იმ ადამიანებს კი, ვისაც მართვის მოწმობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის ჩამოართვეს, მოწმობის დასაბრუნებლად დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის სამედიცინო დასკვნის წარდგენა მოუწევთ, რომ ისინი ნარკოტიკების მომხარებლები არ არიან - კანონპროექტით, ასეთ შემთხვევაში, მათ მოწმობა დასკვნის წარდგენიდან რამდენიმე დღეში აღუდგებათ. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ გორდულაძის თქმით, ეს შეღავათი არ შეეხება იმ შემთხვევებს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირი დაზიანდა ან გარდაიცვალა - გორდულაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც მართვის მოწმობები აღნიშნული ფაქტების გამო ჩამოერთვათ, ის არ აღუდგებათ.

კანონპროექტის მიხედვით, მართვის მოწმობების დაბრუნება ერთჯერადი იქნება და ამის შემდეგ, თუ კიდევ მსგავსი ფაქტი მოხდა, ადამიანებს უფლება აღარ ექნებათ, რომ მანქანის მართვის უფლება ვადაზე ადრე აღიდგინონ. მოქმედი კანონმდებლობით, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, მართვის მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნებისთვის შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიემართა. 

არჩილ გორდულაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების მიღების შემდეგ, ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 000-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდება. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico-ს გამოკითხვა: უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირსა და აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას შორის გაიყო
კანადამ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ოთხ ირანელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
იუკნევიჩიენე: მზია ამაღლობელი იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს რეჟიმი რუსეთის მარიონეტია
რობერტა მეცოლა - ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი