17:47 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 15:18:05, 1007 ნახვა

ეკონომიკა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

საერთაშორისო ავტორიტეტული სააგენტოს - S&P Global-ის მიხედვით, თიბისი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოწინავეა ევროპულ საბანკო სექტორში. ანალიტიკურ სტატიაში S&P Global-ი განიხილავს თიბისის მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) წარმატებულად დანერგვის მაგალითს. საერთაშორისო სააგენტო თიბისის გამოცდილებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ბანკის ტექნოლოგიური განვითარების შესახებ თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ ისაუბრა. ანალიტიკური სტატია ეხება იმ ბანკებს, რომლებიც AI-ს აქტიურად იყენებენ ოპერაციული მოქნილობის, ფინანსური შედეგებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში თიბისი დასახელებულია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიცაა: ბრიტანული Lloyds და Standard Chartered PLC, ასევე ნიდერლანდური ING Groep.

S&P Global წერს, რომ, მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის მიმართ მზარდი ინტერესისა, ევროპაში ბანკების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა ადაპტირება და მისი დანერგვით ფინანსური სარგებლის მიღება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადრეული ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, თიბისიმ წარმატებით შეძლო უზბეკეთის ბაზარზე პირველი ციფრული ბანკის შექმნა, სადაც უკვე 6 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

S&P Global-თან ინტერვიუში თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ, AI ინტეგრაციის მხრივ წარმატებული მიმართულებები დაასახელა:

“თიბისი აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურად სამართავად. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, დღეს, კორპორატიული სესხების გაცემისას, პროცესების 60-70% ციფრულად სრულდება. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ბევრად სწრაფად ვაანალიზებთ ინდუსტრიების პოტენციალს, ვაფასებთ პარტნიორებს და მათს ფინანსურ შედეგებს. ავტომატიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს მათზე მორგებულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, სადაც გათვალისწინებულია კომპანიის ფინანსური საჭირობები. შედეგად, ვიღებთ მეტად პერსონიფიცირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომები 2026 წლამდე გადაიდო
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინა თავის პირველ საშობაო მიმართვაში ახსენა
ბავშვებთან საუბრისას ტრამპმა პირობა დადო, რომ „ცუდ სანტას“ შეერთებულ შტატებში არ შეუშვებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი