|
2025-12-23 13:05:20, 3742 ნახვა
სამართალი
თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, სუს ცხელი ხაზით დაუდასტურეს
დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია. „დღეს ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი; მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”,- აცხადებენ სუს-ში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელსაც „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებენ, არის სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობა საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წუხელ სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვინაობის დასახელების გარეშე. ის, რომ დაკავებულია მეარაყიშვილი, „ეხო კავკაზას“ ცხინვალში წყარომ დაუდასტურა. ინფორმაციას ასევე ავრცელებს გამოცემა „კავკაზსკი უზელი“. გამოცემის ცნობით: გუშინ საღამოს მეარაყიშვილმა მეგობრებს ტელეფონით შეატყობინა, რომ უცნობი პირები ცხინვალში მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. საცხოვრებელი კორპუსი, სადაც მეარაყიშვილი ბინას ქირაობს, უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პროკურორი: ამ დროისთვის ლილუაშვილს გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია
ევროპა იცავს თავის ციფრულ წესებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ტიერი ბრეტონის სანქციებით დაუწესა
სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ აშშ-სთან შეთანხმებული 20-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ გაამხილა.
ზელენსკი: ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)