11:53 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-28 10:59:57, 7090 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ

2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ. ირაკლი კობახიძემ შესაბამის განკარგულებას ხელი 25 დეკემბერს მოაწერა.

 „მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, სააგენტოს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მათი შრომის სათანადო დაფასებისთვის, გასცეს ფულადი ჯილდო - საშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ სამ თანამშრომელზე 21 316 ლარის ოდენობით, ხოლო არასაშტატო ნუსხის მიხედვით დასაქმებულ 6 თანამშრომელზე - 17 458 ლარის ოდენობით (თითოეულ თანამშრომელზე ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 80%-ის ოდენობით)“ | წერია კობახიძის განკარგულებაში.

 სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ხელფასი თვეში 10 585 ლარია; მოადგილის – 8 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 300 ლარი. სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება 22 აპრილს გამოიცა.

 სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 8 თვის წინ NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის შეიქმნა და ოცნებას ექვემდებარება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საცობი რიკოთზე, დათოვლილი გზები არ იწმინდება
მომიწოდებენ, ბოდიში მოვიხადო მართალი სიტყვისთვის – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
აშშ პირველად დაესხა თავს ვენესუელაში არსებულ ობიექტს — CNN
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი