|
2020-11-22 12:58:36, 37768 ნახვა
DI - პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს
„ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ინდექსი“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ პარლამენტი ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსლებეს არ შეუწყვეტს ეს შეაფერხებს პარლამენტის მუშაობას. „ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას. ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა. ამასთან, იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)