11:01 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 08:59:37, 24756 ნახვა

სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 25 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.

უწყვეტი პროტესტის 28-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.

გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს:

13:00 საათი - გაფიცვა

17:00 საათი - ქალთა მარში საქართველოსთვის. თბილისი - ფილარმონიიდან პარლამენტამდე; ქუთაისი - გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე; ბათუმი - 6 მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე

18:00 საათი - ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მარში. თსუ-ის II კორპუსი

18:00 საათი - ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში. თსუ-ის I კორპუსი

18:00 საათი - სადაზღვევო ინდუსტრიის მარში. ვაკის პარკი

18:00 საათი - შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის მარში. თსუ-ის II კორპუსი

19:00 საათი - ერთიანობის მარში. პირველი რესპუბლიკის მოედანი

19:00 საათი - ფინანსისტების, ბანკირების და ბუღალტრების მარში. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე

19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან

19:00 საათი - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68

20:00 საათი - მასწავლებელთა მარში. განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე

20:00 საათი - მარში და ღამისთევა კინოსა და თეატრის სტუდენტების მხარდასაჭერად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსი

თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლილუაშვილი პროკურატურაშია და აცხადებს, რომ მისი დაკავება ღვთის ნებაა
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე გააძევა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოცნებისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმებას ელის
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჯაშუშობის ბრალდებით თამარ მეარაყიშვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი