15:17 - 25 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-17 16:35:07, 12112 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Epica Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

Epica Awards-ის მიერ მინიჭებული მედლები შემდეგ კატეგორიებზე გადანაწილდა:

  • Blood | Bank of Georgia - სააგენტო: Windfor's Agency; კატეგორია: Websites, ვერცხლის მედალი
  • Kupata's Legacy - სააგენტო: GARNAMATAC; კატეგორია: Influencer & Creator Marketing, ბრინჯაოს მედალი 
  • Iveria - Independence issue - სააგენტო: Supermarket; კატეგორია: Publication Design, ბრინჯაოს მედალი 

 

“Epica Awards-ის საერთაშორისო ჟიურის მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენთვის ძალიან  სასიხარულოა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები 60 ქვეყნის 200-ზე მეტმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა შეაფასა და სამ კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად. ეს აღიარება ერთგვარი დაფასებაა ჩვენი ძალისხმევისა და მისწრაფების - მუდმივად შევქმნათ ახალი სტანდარტი ბრენდის კომუნიკაციაში და მივცეთ ადამიანებს მოტივაცია, არ გაჩერდნენ. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო კამპანიების იდეების შექმნისა და განხორციელების პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური კრეატიული კამპანიების განხორციელებას”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი. 

Epica Awards საერთაშორისო კრეატიული ჯილდოა, რომლის გამარჯვებულებსაც ჟურნალისტები ავლენენ - 200-ზე მეტი რედაქტორი და უფროსი ჟურნალისტი, 60 ქვეყნიდან. ობიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით კი ვლინდებიან გამორჩეული კრეატიული იდეების ავტორები. 

Epica Awards 2025-ის ფარგლებში გამარჯვებულებად დასახელდნენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა: კოკა-კოლა (იტალია), IKEA, Deutsche Telekom, Amazon Prime Video, McDonalds (იაპონია), Lufthansa, The Guardian და სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კალაძე - რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული- იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 68.97 მილიარდი ლარი შეადგინა
ვოლსკი - არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი