01:23 - 30 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-29 20:59:29, 1195 ნახვა

კომენტარი
ტუსკი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან, თუმცა რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, თავად განსაზღვროს სამშვიდობო პირობები.

მან ამის შესახებ თავის ბლოგპოსტში დაწერა.

ტუსკი აშშ-ის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ბოლო მოლაპარაკებების წარმატებად მიიჩნევს.

„ევროპელ ლიდერებთან ღამით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერთი რამ ცხადია: დასავლეთი და უკრაინა ამ დაპირისპირებას წააგებენ, თუ რუსეთი ჩვენს გაყოფას და სამშვიდობო პირობების კარნახს შეძლებს. უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობის შესახებ განცხადება წარმატებაა. თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აშშ-სგან 30-40-50 წლით უსაფრთხოების გარანტიები სურს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იანვრის დასაწყისში პარიზში „გადამწყვეტი ქვეყნების კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემაში თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილის საბოლოოდ განსაზღვრას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი და ტრამპი ფლორიდაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, ტრამპმა კი მაშინვე გააფრთხილა, რომ საუბრის შემდეგ პუტინს დაურეკავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი