|
2020-11-21 11:17:24, 37014 ნახვა
პენიტენციურ დაწესებულებებში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2020 წლის საპრლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი (ორი საარჩევნო უბანი N8 დაწესებულებაში, ერთი უბანი N12-N16 დაწესებულებებში, ერთი უბანი N17 დაწესებულებაში, ერთი უბანი N5-N6 დაწესებულებებში, ერთი უბანი N15 დაწესებულებაში, ერთი უბანი N10 დაწესებულებაში, ერთი უბანი N2 დაწესებულებაში, ერთი უბანი N3 დაწესებულებაში) 08:00 საათზე გაიხსნა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს. პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლიათ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი საარჩევნო უბნების მეშვეობით. პენიტენციურ სისტემაში არჩევნების მეორე ტურში ჯამში მონაწილეობას იღებს 977 პირი (აქედან 570 თანამშრომელი და 407 პატიმარი). საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 9 ოქტომბრის №43/2020 დადგენილებით, 2020 წლის 21 ნოემბრის არჩევნებისთვის განსაზღვრულია ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები და დადგენილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური წესები და შესაბამისად, საარჩევნო პროცესი პენიტენციურ დაწესებულებებში მოცემული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.
ტრამპი - პუტინმა დილით ადრე მითხრა, რომ თავს დაესხნენ - ეს კარგი არ არის, ნამდვილად არ არის კარგი
პუტინმა ტრამპს შესჩივლა, რომ ზელენსკი მის რეზიდენციას თავს დაესხა
ზელენსკი - ერთობლივად შევებრძოლოთ რუსეთის მცდელობებს, ჩაშალოს დიპლომატიური პროცესები
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
DeepState: რუსებმა ჰულიაიპოლთან ახლოს ტყვედ აყვანილი სამი უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)