|
2025-12-24 11:19:41, 11115 ნახვა
სხვადასხვა
რომის პაპი განაწყენებულია რუსეთის მიერ საშობაო ზავზე დათანხმებაზე უარის თქმით
პაპმა ლეომ სამშაბათს განაცხადა, რომ „დიდ მწუხარებას“ განიცდის რუსეთის მიერ უკრაინასთან თითქმის ოთხწლიანი ომის დროს საშობაო ზავის დადებაზე უარის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ერთ-ერთი რამ, რაც დიდ მწუხარებას იწვევს, არის ის, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, უარი თქვა ზავის მოთხოვნაზე“, - განუცხადა პაპმა ჟურნალისტებს კასტელ განდოლფოში, თავისი რეზიდენციის წინ. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კეთილი ნების მქონე ადამიანებს, პატივი სცენ შობას, როგორც მშვიდობის დღეს“, - თქვა ლეომ. „შესაძლოა, მოგვისმინონ და მშვიდობა დაისადგუროს მთელ მსოფლიოში, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში“, - დასძინა მან. გასულ კვირას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად უარყო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მოწოდება შობის პერიოდში ომში შესაძლო ზავის შესახებ. „ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, რათა უკრაინას შესვენება მისცეს და ომის გაგრძელებისთვის მოემზადოს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, მოსკოვის ბერლინის საშობაო ზავის წინადადების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)