|
2025-11-10 17:15:26, 1267 ნახვა
ბიძინა ივანიშვილს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების სურს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილება, რომელის მიხედვით, შემოდის ვირტუალური აქტივების მომსახურების ანუ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალმდებელი მხარისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამჟამინდელი კურსით, აღნიშნული რაოდენობის ბიტკოინების საერთო ღირებულება 868 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბაჩიაშვილმა 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა – დაახლოებით 8 253 ბიტკოინი – მიითვისა, რომელთა ღირებულება იმ პერიოდში 39 მილიონ დოლარს აჭარბებდა. პროკურატურის ცნობით, ინვესტორმა მხოლოდ 536 900 დოლარი მიიღო, რაც მისი წილის მცირე ნაწილია.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)