2025-12-29 17:31:58, 3712 ნახვა
საზოგადოება
ოცნების ქალების ინიციატივა შობადობის წახალისაებაზე, გორის მერიამ არ დააფინანსა
ოცნების ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა, რომელიც გორში მე-5 შვილიდან ფულად წახალისებას ითვალისწინებდა, გორის მერიამ არ დააფინანსა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ ინიციატივის მიხედვით, მე-5 შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახს მერიისგან საჩუქრად 5 000 ლარი უნდა მიეღო, მე-6 შვილის გაჩენის შემთხვევაში - 6 000 ლარი, ხოლო მე-7 შვილის შემთხვევაში - 7 000 ლარი.
გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტის განახლებული ვერსიით, წარმოდგენილი იდეა დაფინანსებული არ არის. გორის მერიის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა 2026 წლის განმავლობაში განიხილება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,