|
2025-12-19 12:42:28, 1714 ნახვა
პოლიტიკა
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს [კამიტზე] გამოძიების შედეგები - ბრიტანეთის საგარეო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები გასული წლის აქციების დარბევისას ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც, მათი თქმით, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩაატარა და კვლავაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისგებაში მისცენ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირები",- აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა ჩაპმენმა საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის სახელით უპასუხა კითხვას, იმის შესახებ, იგეგმება თუ არა სანქციების დაწესება საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად. ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აქციების დროს პოლიციის მიერ "კამიტის" შესაძლო გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია. როგორც უწყებაში 6 დეკემბერს განაცხადეს, შსს-ს "კამიტი" არასდროს შეუძენია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში აქციებზე გამოყენებული ნივთიერება იყო "ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი", რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი. სუს-ის თანახმად, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას.
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)