|
2025-09-10 11:29:13, 26269 ნახვა
სპორტი
Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგებით სავსე ორი ჩარტერული რეისი შესრულდა
რიგაში ისტორიულ მატჩზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, გამთენიისას მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით, 2 სუბსიდირებული რეისი შესრულდა. სუბსიდირებული ფრენები სავსე ბორტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, ავიაკომპანია Air Baltic-მა შეასრულა. რეისები სრულად მორგებული იყო საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც დღეს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებმაც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენა შეძლეს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)