|
2025-06-03 12:01:29, 16719 ნახვა
რეგიონი
ბადრა გუნბას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ბადრა გუნბამ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან საუბარში ოჩამჩირესი რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ისაუბრა. ინტერვიუში, რომელიც მაისის ბოლოს არის ჩაწერილი, გუნბა ირწმუნება, რომ ოჩამჩირეში აშენდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არა სამხედრო-საზღვაო, არამედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. "ალბათ მოგეხსენებათ, რომ საზღვაო ფლოტთან, შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით იგეგმება აფხაზეთში თანამშრომლობა, იხსნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის... სამხედრო-საზღვაო ბაზა, როგორც ასეთი, არა, მაგრამ იგეგმება, მეტიც, კი არ იგეგმება, უკვე ხელმოწერილია შეთანხმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენებასთან დაკავშირებით, სწორედ შავი ზღვის ფლოტისთვის." - თქვა გუნბამ.
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)