15:48 - 22 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 13:19:32, 354 ნახვა

რეგიონი
პუტინის მასპინძლობით გამართულ დსთ-ს ლიდერთა ფორუმში ალიევი მონაწილეობას არ იღებს

პრეზიდენტი ალიევი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტს არ დაესწრება, - ამის შესახებ AZƏRTAC-ს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ალიევი 21 დეკემბერს დაგეგმილ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში არ მონაწილეობდა, რადგან აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის.

აზერბაიჯანული მედია განმარტავს, რომ ალიევის მიზეზებს მიღმა სინამდვილეში გაცილებით ღრმა პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების, ნდობისა და პასუხისმგებლობის ფუნდამენტურ პრინციპებზე. სტატიაში წერია, რომ პოლიტიკა, დიპლომატიისგან განსხვავებით, იშვიათად პატიობს დაუსრულებელ კრიზისებს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დსთ-ის ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა.
ვენსი: აშშ უკრაინის მოლაპარაკებებში პროგრესს ხედავს, მაგრამ არ იცის, იქნება თუ არა მშვიდობა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმის ტექნოპარკში Travel Tech ჰაკათონი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი