22:28 - 31 Dec, 2025
|
2025-09-27 13:13:38, 25861 ნახვა
სპორტი
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი და ბელარუსი აშეჯიბრებე დაუშვა
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელარუსის ეროვნული კომიტეტები შეჯიბრებებზე აღადგინა. გადაწყვეტილება 27 სექტემბერს სეულში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ახლა ორივე ქვეყნის ორგანოები კვლავ მიიღებენ წევრობის ყველა უფლებასა და პრივილეგიას. თუმცა, კითხვა კვლავ ღიად რჩება: შეძლებენ თუ არა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ეროვნული სიმბოლოებით შეჯიბრში მონაწილეობას, თუ შეინარჩუნებენ ნეიტრალურ სტატუსს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრი უკრაინელი სპორტსმენი ეროვნულ პარაოლიმპიურ ნაკრებში სწორედ იმიტომ აღმოჩნდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაშავდნენ, კომიტეტის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ვეტერანებისა და ზოგადად უკრაინელების სახეში დარტყმად გამოიყურება.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)