02:53 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-12 20:11:37, 929 ნახვა

სამართალი ოცნებისეულად - პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს

 ახალციხეში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოცემა სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. მანამდე მათ 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წამოსთქვეს, შესვენების შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. ორივე მათგანს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. 

დაცვის მხარის განმარტებით, გარდა პოლიციელებისა, არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ბრალდებულებმა პოლციელებზე იძალადეს, მათ არც შეურაცხმყოფელი სიტყვები გაუგონიათ.

პ.გ–ს სსკ-ს 353¹ მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-დან 11-წალამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ სსკ-ს 120-ე მუხლის პირველი ნაწილით [ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] გადააკვალიფიცრა და 15 000 ლარის გადახდა დააკისრა. რადგან პ.გ.  ოთხი თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, მას მხოლოდ 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.

ბ.ხ-ს ბრალი  სსკ-ს 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა სსკ-ს 126-ე მუხლად [ძალადობა] და დაეკისრა 15 000 ლარის გადახდა. ამ შემთხვევაშიც რადგან ბ.ხ–ც პატიმრობაში იმყოფებოდა, თანხის გადახდა 4 000 ლარამდე შეუმცირდა.

შეგახსენებთ:2025 წლის 12 იანვარს, საქართველოს საპროტესტო აქციების დროს, მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ სილა გააწნა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ამაღლობელს 7 თვის მანძილზე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

2025 წლის 2 აგვისტოს, დასკვნით პროცესზე, ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მაკრონს ესაუბრა
ნეთანიაჰუ ავსტრალიას სიდნეიში მომხდარი სროლის შემდეგ ანტისემიტიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება
სიდნეიში, ჰანუკას სანაპირო წვეულებაზე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი