|
2025-12-14 21:19:22, 12284 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ და მერცმა ბერლინში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყეს
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში უკრაინულ, გერმანულ და ამერიკულ მხარეებს შორის შეხვედრის დაწყების შესახებ განაცხადა. ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე ფოტო გაავრცელა. მათზე თავად ზელენსკი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და მათი შესაბამისი გუნდების წარმომადგენლები სხედან მაგიდის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ამერიკული დელეგაციის წევრები არიან. „შეხვედრა დაიწყო“, - დაწერა ზელენსკიმ. ბერლინში მიმავალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსულ მხარესთან პირდაპირი დიალოგი არ აქვს, მაგრამ ფაქტობრივად ამერიკელები წარმოადგენენ. ამერიკული მოწვევა ბერლინის შეხვედრაზე ოთხშაბათს მერცს, ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა, რომლის დროსაც მხარეები სამშვიდობო ძალისხმევის მიმართულებასთან დაკავშირებით უთანხმოების მოგვარებას ცდილობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)