|
2025-12-22 12:59:41, 416 ნახვა
ეკონომიკა
400 ახალი საბაზო სადგური - სელფის მასშტაბური განახლება
სელფი მობაილი განაგრძობს ქსელის დიდ განახლებასა და განვითარებას. მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან Nokia წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ჩვენ ვზრდით ქსელს 400 ახალი საბაზო სადგურით, საქართველოს მასშტაბით.რას ნიშნავს ეს შენთვის:
ახალი სადგურების დამატება დაწყებულია და ქსელის გაუმჯობესებას უკვე გრძნობს ჩვენი მომხმარებელი. შედეგები კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება მომავალი წლის დასაწყისიდან და ეტაპობრივად ყველა საცხოვრებელ პუნქტს მოიცავს. რატომ ვანხორციელებთ ამ პროექტს:ჩვენი მიზანია, შენ მუდმივად გქონდეს საიმედო, ხარისხიანი და სწრაფი კავშირი - როცა უკავშირდები საყვარელ ადამიანებს, მუშაობ, სწავლობ თუ ერთობი. როგორც უკვე იცი, ქსელის განახლებაზე ინტენსიურად ვმუშაობთ წლის დასაწყისიდან; ეს კი ამ სამუშაოს გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერებაა. ცოტახნის წინ, ახალი სიხშირული რესურსიც შევიძინეთ, რომელსაც სწორედ ახალი საბაზო სადგურებით ავითვისებთ და ეს პირდაპირ აისახება ქსელის შესაძლებლობებზე. აქამდე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მომხმარებელთა კმაყოფილება უკვე გაიზარდა 65%-ით, და კიდევ მოიმატებს. რას ამბობს სელფის CEO, როსტომ ტალახაძე:„ჩვენს N1 პრიორიტეტად წელს ქსელის განახლება დავისახეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება უმთავრესია. ჩვენი მათდამი დაპირებაა, რომ ექნებათ მაღალი ხარისხის, სწრაფი კავშირი ყველგან და ნებისმიერ დროს. 400 ახალი საბაზო სადგურის დანერგვა არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ამ დაპირების შესრულებისკენ. შედეგები უკვე შესამჩნევია და კიდევ უფრო მკაფიოდ იგრძნობა უახლოეს პერიოდში.“ რატომ Nokia:Nokia მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომლის ტექნოლოგიებს ყოველდღიურად იყენებენ წამყვანი მობილური ოპერატორები მთელ მსოფლიოში. ეს ახალი პროექტი ნიშნავს, რომ ჩვენი ქსელის შენება ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, რაც კავშირს კიდევ უფრო საიმედოს ხდის. სელფი გააგრძელებს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შენ ყოველთვის გქონდეს წვდომა ხარისხიან კავშირზე.
შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში
კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
კალაძე: კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან
|
რედაქტორის რჩევით
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა სუმის ოლქის სასაზღვრო სოფლის 50 მცხოვრები გაიტაცეს
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის ოლქის მსხვილ ნავთობპორტში მდებარე ნავმისადგომებსა და გემებს შეუტიეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)