|
2025-12-11 15:57:24, 2578 ნახვა
პოლიტიკა
20 ივნისს დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26 მოქალაქის საქმეზე დაირღვა ევროპული კონვენციის მუხლები წამების აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. სასამართლომ 26 პირის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა. მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ წამების აკრძალვის შესახებ მუხლი ყველა იმ 24 მოქალაქის წინააღმდეგ დაირღვა, რომელმაც აღნიშნული მუხლით სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ამასთან, სასამართლომ მე-10 მუხლის ფარგლებში დარღვევები დაადგინა პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებიდან გამომდინარე. ხოლო მე-11 მუხლის ფარგლებში დადგინდა 11 განმცხადებლის წინააღმდეგ აქციის დაშლის დროს ძალის გაუმართლებელი და არაპროპორციული გამოყენებაც. 2019 წლის 20 ივნისს "ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება. პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა. საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ ჟურნალისტებიც. 2024 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას გავრილოვის ღამის დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში €153 600-ზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
5 გზა, თუ როგორ შეცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა ჯანდაცვის სექტორი ევროპაში 2025 წელს
ჩინეთმა ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის გამო 20 ამერიკულ თავდაცვის კომპანიას სანქციები დაუწესა
ირანში სიკვდილით დასჯის 11-წლიანი რეკორდი დაფიქსირდა
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებს 38 774 ლარის ფულად ჯილდოს გადასცემენ
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)