14:03 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-14 11:39:13, 11574 ნახვა

მსოფლიო
ორბანმა აღშფოთება გამოთქვა ევროკავშირის მიერ რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვის გადაწყვეტილებაზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებაზე რუსული აქტივების სამუდამოდ გაყინვის შესახებ, იტყობინება Magyar Nemzet.

მოგაჩში გამართული მიტინგის დროს ორბანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსული აქტივების გაყინვის შესახებ.

„სხვა სახელმწიფოსგან ასობით მილიარდის ჩამორთმევა არასდროს დარჩენილა უპასუხოდ. ეს ომის გამოცხადებაა“, - განაცხადა ორბანმა მოგაჩში ე.წ. ომის საწინააღმდეგო მიტინგის დროს, რომელიც მომავალი წლის აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან საარჩევნო შეხვედრების სერიის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა, რომ ბუდაპეშტის მიერ რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილების უგულებელყოფა აჩვენებს, რომ „ბრიუსელში კანონის უზენაესობის ილუზია დაიმსხვრა“.

მან ასევე გააფრთხილა თავისი მხარდამჭერები, რომ მოემზადონ „ბრიუსელის მესამე მცდელობისთვის, მოიგოს მათი ქვეყნის არჩევნები“.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვიტეს ევროპაში რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვა.

ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ ევროკავშირის პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთი ვერ შეძლებს ევროპაში თავისი ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე წვდომას, თუნდაც „უკანა კარიდან“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: სიცრუეა, თითქოს ზურა ჯაფარიძეს რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების დროის შესახებ
ბრიტანეთი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
პაპუაშვილი: პოლიტიკური უმწიფრობა არის ბრიუსელში, EU-მ ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი