|
2025-07-29 00:58:42, 22998 ნახვა
Lifestyle
რა თანხა გამოიმუშავა ჯასტინ ტიმბერლეიკმა თბილიში გამოსვლით?
ამერიკელი მომღერლის კონცერტი გასულ კვირას გაიმართა და ბილეთები სრულად გაიყიდა - დინამო არენას დაახლოებით 55 000 ადამიანი ესტუმრა. კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თქმით, შემსრულებლის გამო დედაქალაქში დაახლოებით 20 ათასი ტურისტი ჩავიდა. „ბიზნეს პრეს ნიუსმა“ შეისწავლა წარმოდგენის ფინანსური ასპექტები და ორგანიზატორებისა და შემსრულებლის სავარაუდო შემოსავალს ავრცელებს. ამგვარად, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი შესაძლოა სულ მცირე 11 მილიონი დოლარი ყოფილიყო. ეს, სავარაუდოდ, კონცერტის დროს საქონლის გაყიდვისა და სხვა შემოსავლის გათვალისწინების გარეშეა. Celebrity News-ის ცნობით, ტიმბერლეიკმა ჰონორარის სახით 2-დან 5 მილიონ დოლარამდე მიიღო. ზუსტი თანხა დამოკიდებულია ხელშეკრულების პირობებზე - ბილეთების გაყიდვაზე, დასწრების მონაცემებსა და სხვა მსგავს დეტალებზე. შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები საქართველოსთვის რეკორდულ დროში გაიყიდა. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით ვებსაიტებზე განთავსდა ბილეთების 2-3-ჯერადი ფასნამატით გასაყიდად.
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის დროს დრონებმა საცხოვრებელი შენობები დააზიანა, ორი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)