|
2025-12-12 16:05:00, 11848 ნახვა
საზოგადოება
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
თიბისის დეკემბრის მარათონს პირველი კვირის გამარჯვებული ჰყავს. თამარ ფოლადიშვილი ამბობს, რომ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა; მარათონში მონაწილეობამ კი, ბევრი ახალი მეგობარი შესძინა და ძველ მეგობრებთანაც აღადგინა კავშირი. თამარ ფოლადიშვილი: „თიბისის სიახლეებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი მარათონის შესახებ. მივხვდი, რომ წარმატების მთავარი გასაღები მეგობრების მოწვევა და თამაშში მათი ჩართვა იქნებოდა. პირველი, სწორედ, ეს გავაკეთე - აბსოლუტურად ყველას შევატყობინე ამის შესახებ. თუმცა, მარტივი ნამდვილად არაა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თიბისის ბარათი და მობაილბანკი არ აქვს.“ თამარმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა - შეეხმიანა და მოიწვია ყველა - მეგობრები, მათი მეგობრები და მეგობრების მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი მეგობრები და ასე უსასრულოდ. ფაქტია, რომ მისმა შეუპოვრობამ და სტრატეგიამ სრულად გაამართლა. პირველი კვირის ბოლოს, გამარჯვებულის სტატუსითა და 10 000-ლარიანი პრიზით, თამარმა ყველა გაცემული ენერგიისა და ემოციის უკან დაბრუნება შეძლო. თამარ ფოლადიშვილი: „ჩემი რჩევა იქნება, რომ მარათონის მონაწილეებმა პროცესით სიამოვნება მიიღონ და ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, რადგან, სწორედ, ესაა თამაშის მთავარი სტრატეგია. მე კი, ვაგრძელებ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის.“ ჯიუტად მიზნისკენ და მთავარია გჯეროდეს - შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში, გახდი მარათონელი და წინ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)