|
2025-12-05 14:16:53, 7632 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილი ქსელის სიახლეებს ახალი კამპანიით გვიყვება
წელს, ქსელის გაძლიერება და განვითარება მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები სამჯერ გავზარდეთ. აპრილიდან ჩვენს კომპანიას სათავეში როსტომ ტალახაძე ჩაუდგა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ქსელის განვითარებას. გადავწყვიტეთ, რომ თქვენამდე ეს სიახლეები საინტერესო გზით მოგვეტანა და ქსელის განახლების კამპანია გენერალურ დირექტორს პირდაპირ სელფის სატელეკომუნიკაციო ანძიდან ვაუწყებინეთ. აპრილიდან დღემდე, შთამბეჭდავი და, რაც მთავარია მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგები გვაქვს. სელფიმ ქვეყნის მასშტაბით დაამატა 132 ახალი საბაზო სადგური და 85-ის მოდერნიზაცია მოახდინა. შედეგად, ინტერნეტის საშუალო სიჩქარე 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით გაიზარდა. მიღწეული პროგრესი სელფის გუნდის შრომისა და ერთგულების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლების, რომლებიც ყველაზე გამომწვევ პირობებშიც კი უზრუნველყოფენ ქსელის უწყვეტობას, იქნება ეს დიდთოვლობა, ქარიშხალი, თუ რთული რელიეფი. 2025 წლის საკვანძო ინიციატივები და სიახლეები:
ქსელზე აქამდე ჩატარებულმა სამუშაომ უკვე ჰპოვა ასახვა მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მისი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15 პუნქტით გაიზარდა. ახალი ინიციატივების დამსახურებით კი, საქართველოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ ოპერატორის ჯილდოც მოვიპოვეთ. „ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, მომხმარებლებისთვის შევქმნათ სტაბილური, სწრაფი და თანამედროვე ქსელი. დღევანდელი შედეგები მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას, ვაფართოებთ ქსელის დაფარვას და ვქმნით ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას ყოველდღიურად საგრძნობლად აუმჯობესებენ. ჩვენი ამბიციაა, სელფი იყოს არა მხოლოდ მობილური ოპერატორი, არამედ ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან და უყვართ,“ - როსტომ ტალახაძე, სელფის CEO.
თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში გაიმართა - ვიდეო
სუს-მა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, ჯამში 11 ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა
სუს: ახალაიას განცხადება ცალსახა ტყუილია, ამორალურია ამბავი ბავშვის ობლად დატოვებაზე
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
|
რედაქტორის რჩევით
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა ღამით 500 დრონი და 40 რაკეტა გაუშვა
კიევში, რუსული დარტყმების შედეგად, უკვე 22 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)