|
2025-12-17 10:10:15, 7794 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს „უკანონო რეჟიმი მოპარული ნავთობის საბადოებიდან ნავთობს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობებისა და გატაცებებისთვის იყენებს“. როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მრავალი მიზეზის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. მისი თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ კრიმინალებმა, ტერორისტებმა ან სხვა ქვეყნებმა გაძარცვონ, დაემუქრონ ან ზიანი მიაყენონ ამერიკელებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ასევე არ დაუშვებს, რომ „მტრულად განწყობილმა რეჟიმმა აშშ-ს ნავთობი, მიწა ან ნებისმიერი სხვა აქტივი წაართვას“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
2023 წელს კორუფციაში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ცდილობდა ფასების ხელოვნურად დარეგულირებას, თუმცა უშედეგოდ
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
უკრაინაში მიმდინარე ომის დროს 180 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სად გავატაროთ ახალი წლის ღამე: გრანდიოზული წვეულებები, ფუფუნების თავგადასავლები და განმარტოებული თავშესაფრები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)