2025-12-21 23:01:35, 5795 ნახვა
სამართალი
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა. ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1366.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან პირველში ვერცერთმა კანდიდატმა უმრავლესობის (50%+1) მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
პირველ ტურში კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,